ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველო აქტიურად იყო ჩართული - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 2020 წლის პერიოდს მოიცავს.
დოკუმენტში ტერორიზმის შესახებ, საქართველოს ქვეთავში ნათქვამია, რომ პანდემიის გამო, მისი მონაწილეობა ორმხრივ წვრთნებსა და სწავლებებში შეზღუდული იყო, თუმცა, უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ პარტნიორად რჩება.
ანგარიშში წერია, რომ საქართველოს შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. ასევე, აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთ "აისისთან" დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის, საქართველომ ერთი მოქალაქე გაასამართლა.