28 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
"ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გაერთიანებაზე" - პრეზიდენტის სასახლეში მიღება დასრულდა

პრეზიდენტის სასახლეში მიღება დასრულდა. "მადლობა, უარი, სხვა დროს შევხვდეთ"- ასეთი იყო "ნაციონალური მოძრაობის" და მისი პარტნიორი პარტიების პასუხი პრეზიდენტის საახალწლო მიწვევაზე. დიდი შერიგების ინიციატორს, "ნაციონალურმა მოძრაობამ", ამჯერად ფორმატი დაუწუნა და პრეზიდენტის მიღებას პატარა დისკოტეკაც კი უწოდა. 

მათ, ვინც პრეზიდენტის საახალწლო ღონისძიებაზე მივიდა, საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შერიგების პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა, რადგან პირობების წაყენებას როგორც წესი, მოლაპარაკება ჩიხში შეჰყავს.

"ის 3 წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით, არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია.

ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს მთავარ პრინციპს, ერთი არის ინკლუზიურობა. დღეს ყველა არის პოლარიზებული - ყველა დარგი, სექტორი, საზოგადოება. ეს ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა ვიყოთ ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე, დაიწყება კონსულტაციები, იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია ვუწოდო, ეროვნული თანხმობის პროცესი.

ეს არის ყველაზე ნაღდი გზა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის რეალიზებისა. ოკუპაცია, რომელზეც, პრაქტიკულად აღარ ვსაუბრობთ, არ არსებობს რეალური სამოქმედო გეგმა და ვერც იქნება, რადგან ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გაერთიანებაზე, ეს არის ანა-ბანა. რაღაცებზე უნდა შევძლოთ თუ არა შეთანხმება, ერთად საუბარი მაინც იმისთვის, რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ და შეიძლება ისიც მივიღოთ ან არ მივიღოთ, ეს ერთობლივი და ეროვნული საუბარი, რომელიც არის ჩემი ინიციატივის საწყისი, ასევე უნდა იყოს ამ პროცესის ბოლოც,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები