28 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
იანვრიდან თბილისში ელექტროენერგიის მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება - მოსახლეობის რომელი ჯგუფები ისარგებლებენ შეღავათებით

2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება. კომპანია "თელმიკო" მრიცხველებიდან მაჩვენებლებს ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში აიღებს. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

"თელმიკოს" წარმომადგენლებმა მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის საშეღავათო პერიოდის დაწესებაზეც ისაუბრეს. საშეღავათო ჯგუფში პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები მოიაზრებიან. თარიღები პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების ვადებზე იქნება მორგებული. მრიცხველების ერთიანი წაკითხვა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელდება.

დღის ამბები