28 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ინფლაცია და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები - დეპუტატები ნათია თურნავს უსმენენ

პარლამენტი საქართველოს ეკონომიკის მინისტრს უსმენს, მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. დეპუტატებს აინტერესებთ ინფლაციასთან და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა ეკონომიკის მინისტრს პრემიერის მიერ დაანონსებულ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ეკონომიკაში ჩართვასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. კონკრეტულად კი, რა ეფექტს იქონიებს ეს ეკონომიკაზე.

პარლამენტის წევრ არმაზ ახვლედიანს კი, ეკონომიკის მინისტრთან კითხვა ჰქონდა მიწის ნაკვეთებზე, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს მიტაცებული - "ასობით მიწის ნაკვეთი არის მიტაცებული, თქვენ გაქვთ პასუხი ამ კითხვაზე? - ეს სახელმწიფოსია თუ ბაბუამ დატოვა  შთამომავლობით. გომის მთაზე და ბახმაროზე რაც ხდება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,"- იკითხა არმაზ ახვლედიანმა.  

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი დაინტერესდა, თუ როდის მოხდება სახელმწიფო საწარმოების განკერძოება, რომელიც მისივე თქმით, ეკონომიკას ამოასუნთქებდა და წინ წაწევდა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ზარქუამ სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობაზე" ისაუბრა: 

​"ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფება დარბაზში კითხვა მაინც რომ დასვან. პრეტენზია აქვთ ხოლმე, კითხვებს ვსვამთ და არ გვპასუხობენო. რომ კითხო ხალხზე ზრუნავენ, ეს ყველაფერი სიცრუეა,"- განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

კითხვა-პასუხის რეჟიმამდე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოხსენება ჰქონდა. 

დღის ამბები