28 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
"ომიკრონის" პირველი სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - ლუგარი რამდენიმე საეჭვო ნიმუშს იკვლევს

ომიკრონის პირველი სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - ირკვევა, რომ ლუგარი რამდენიმე საეჭვო ნიმუშს იკვლევს. არის თუ არა ეს კორონავირუსის ახალი, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელებული ახალი და აგრესიული შტამი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა დაავადებათა კონტროლი ამბობს, რომ საეჭვო შემთხვევების შესახებ კითხვები მას მერე გაჩნდა, რაც ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ აღებული ნიმუშები არ არის ქვეტიპი დელტა, რაც დღეს ქვეყანაში COVID-19-ის დომინანტური და ყველაზე გავრცელებული შტამია. საბოლოო პასუხს რამდენიმე დღე დასჭირდება.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძიოს თქმით, გამოვლენილია 10-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა და ამ დროისთვის მიმდინარეობს სიღრმისეული კვლევა. ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოში "ომიკრონი" უკვე ცირკულირებდეს. 

"საქართველოში ჯერ არ გვაქვს დაფიქსირებული, მაგრამ საეჭვო დაახლოებით 10-ზე მეტი შემთხვევა არის კვლევაში. მხედველობაში მაქვს, რომ საეჭვო იყო იმ ჩვენი პროტოკოლით, რაც შევიმუშავეთ და ეს საეჭვო შემთხვევები სხვადასხვა ლაბორატორიიდან მოდის. იქ არის ინდიკატორები, როდის უნდა გამოგზავნონ ძირითადად, S გენზე უარყოფითი შემთხვევები. იმ ნაკრებებიდან, რომელიც ამ სამივე გენს აღმოაჩენს ხოლმე და ეს  S გენზე როცა უარყოფითია, ის საეჭვოა და შემდეგ ხდება მათი ჩვენთან სეკვენირება. სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება ხოლმე, სწრაფად არ არის ხოლმე პასუხი და ასევე, ჩვენ გვაქვს სხვა არაპირდაპირი pcr მეთოდები, რომლითაც გამორიცხვის მეთოდით, კიდევ მეტი ეჭვი შეიძლება მიიტანო.

დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად, ამ საათისთვის, ჩვენ ლაბორატორიულად არ გვაქვს დადასტურებული ომიკრონის შემთხვევა, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იყოს და ცირკულირებდეს ქვეყანაში," - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები