28 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
"ეს არ არის საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოტეკა" - რატომ არ აპირებს ენმ პრეზიდენტის მოწვევის მიღებას

პირველი შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით - ერთ საათში ორბელიანების რეზიდენციაში საახალწლო მიღება იწყება. მიწვევა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს გაეგზავნა, თუმცა, შეხვედრაზე მისვლას დღეს არ აპირებენ "ნაციონალური მოძრაობა" და ალიანსში შემავალი პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საახალწლო ცერემონია, სადაც საქმიანი საუბარი პოლარიზების დასრულებასთან დაკავშირებით ვერ შედგება. 

"ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოტეკა. ჯერ რეალური, საქმიანი ფორმატი და შემდეგ საახალწლო ტაშ-ფანდური. შერიგება არის პროცესი, რომლის დაწყება შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე. კონსტიტუციური უფლება მას იმიტომ მიანიჭა ხალხმა, რომ გამოიყენოს მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს ყველაზე მეტად,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

იმავე აზრზეა ლეიბორისტული პარტიი ლიდერი შალვა ნათელაშვილი. 

"მას უნდა გაითამაშოს მეორე შარლ მიშელი, მეორე სერია. პირველ სერიაში მიიყვანა პარტიები თავის სასახლეში და მოაწერინა ხელი დოკუმენტზე, რომელიც დღეს იქცა ფარატინა ქაღალდად. გათვლილი აქვთ, რომ ეს პოლიტიკური რეპრესიები, ეს ყველაფერი შერჩეთ და შეიტყაპუნონ, ამჯერად, ეროვნული შერიგების დეკლარაციებით,"- აცხადებს ნათელაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები