28 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ჩხოროწყუში ახალი მოწვევის საკრებულოს თავჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუში ახალი მოწვევის საკრებულოს თავჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

შესვენების შემდეგ, სხდომაზე მმართველი პარტიის წევრები აღარ გამოჩენილან, თუმცა ისინი სხდომის ჩაშლაში ოპოზიციას, კონკრეტულად კი ენმ-ს ადანაშაულებენ.

"ნაციონალური მოძრაობა" განმარტავს, რომ მათთვის სხდომის განახლების დრო არავის უცნობებია და ისინი დარბაზში შესვლასა და გახარიას პარტიის კანდიდატურისთვის ხმის მიცემას აპირებდნენ. გიორგი გახარიას პარტიის წევრები კი ორივე პარტიის წარმომადგენლებს წინასწარ დაგეგმილ პოლიტიკურ თამაშში ადანაშაულებენ.

სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

დღის ამბები