28 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
წვიმა, თოვა და ტემპერატურის ვარდნა - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში  +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს. 20 დეკემბერს შედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.

თბილისში 17-19 დეკემბერს დღის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 21 დეკემბრიდან დედაქალაქშიც აცივდება.

დღის ამბები