ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ კიდევ 2 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, სახელმწიფოსგან შეკვეთილი მკვლელობა გერმანიის კანონმდებლობისა და სუვერენიტეტის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.
გენერალური პროკურორის განცხადებით, მკვლელობას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა და ის რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოხდა.
შეგახსენებთ, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.