შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი. მათგან ერთ-ერთი წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევია.
პოლიციამ ბრალდებულები თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ზუგდიდსა და მარნეულში დააკავა.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.