28 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" ბათუმში საკრებულოს სხდომის დანიშვნას ითხოვს, სადაც თავმჯდომარეს აირჩევენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩანიშვნას ითხოვენ.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა აირჩიონ თავმჯდომარე, გააუქმონ საკრებულოს წინა მოწვევის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი და ხელახლა განიხილონ.

საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" რევაზ ხარაზი ასევე, მოუწოდებს პარტია “საქართველოსთვის” წევრებს, მივიდნენ სხდომაზე და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. მისი თქმით, პოლიტიკურმა პროცესებმა საკრებულოს დარბაზში უნდა გადაინაცვლოს. ამდენად, არ აპირებენ გახარიას პარტიასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

დღის ამბები