28 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის დასკვნითი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ფულის გათეთრებაში ბრალდებული ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის დასკვნითი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაცვის მხარეს საშუალება ექნება, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს სასამართლოს წინაში და საკუთარი პოზიცია წარმოადგინოს.

როგორც ადვოკატი ამბობს, მათი მთავარი სტრატეგია სიმართლის თქმაა და იმედოვნებენ, რომ მოსამართლის მიერ მათთვის გამამართლებელი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 644 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

დღის ამბები