28 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ჩვენმა ევროპელმა და ნატოელმა პარტნიორებმა იციან, რომ ვიქნებით თანმიმდევრულები, ვრჩებით შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებების ერთგული - ზალკალიანი 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში ბრიუსელის სამიტზე და მოლოდინებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ფონის მიუხედავად, ევროკავშირისა და NATO-ს ღია მხარდაჭერა საქართველოსადმი დღეს საკმაოდ მკაფიო გაჟღერდა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ერთობლივი საქმიანობით უნდა დაანახოს საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათი თანმიმდევრულობა სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ:

"მნიშვნელოვანი ღონისძიება მიმდინარეობს ბრიუსელში, რომელშიც მონაწილეობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იღებს. დღეს ძალიან მკაფიო გზავნილები გაჟღერდა ბრიუსელში და რამდენიმე საათში კი, ვფიქრობ მიღებული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელოვანი დეკლარაცია.

ის ბერკეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური კონსოლიდაცია. 

ერთობლივი საქმიანობით უნდა დავანახოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენი თანმიმდევრულობა სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. არ უნდა მიეცეს არანაირი საბაბი რუსეთის ფედერაციას, რომ საქართველო და უკრაინა, კვლავ ჩართული იყოს რაიმე სახის პროვოკაციაში. არ უნდა მიეცეს რუსეთის ფედერაციას საბაბი, რომ განახორციელოს აგრესია საქართველოს, ან უკრაინის წინააღმდეგ. უნდა მოხდეს შესაძლო, მძიმე შედეგების თავიდან აცილების პრევენცია. ჩვენ უკრაინის სოლიდარულები ვართ. 

ცალსახაა, რომ ჩვენი დემოკრატიზაციის მდგრადობა, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შემადგენელი მთავარი ნაწილია. ჩვენმა ევროპელმა და ნატოელმა პარტნიორებმა იციან, რომ ვიქნებით თანმიმდევრულები იმ ვალდებულებებთან, რომელიც გვაქვს იგივე მართლმსაჯულების რეფორმების განხორციელების და საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით. ჩვენ ვრჩებით ერთგული შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებების.

საშინელი მემკვიდრეობა მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან, სასამართლო სისტემაში არსებული სიტუაციის კუთხით, დღეს კი, ეს პროგრესი თვალსაჩინოა. პროცესი რომ უნდა გაგრძელდეს ამაზე ყველა ვთანხმდებით,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები