28 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
შეტანილი აქვს საბუთები პოლიტიკურ დევნილობაზე, თავი უნდა წარმოადგინოს როგორც დაჩაგრული - ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ ილია ჭიღლაძეზე 

რატომ გამოქვეყნდა დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის გადაწყვეტილება 5 თვის დაგვიანებით და რისთვის დაისაჯა დეკანოზი. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა.

"სიტყვა სასჯელი საეკლესიო წიაღში სხვანაირ განმარტებას საჭიროებს, ეს მიმართულია იმისაკენ რომ ადამიანი შეცვალოს უკეთესობისკენ, არის ერთგვარი სამკურნალო საშუალება და გადაწყვეტილება მიღებული იყო ივლისში და აღსრულებაში არ იყო მიცემული, რადგანაც ველოდებოდით რომ იქნებ რაღაცა შეცვლილიყო, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, არაერთგზის გაფრთხილებისა, თუ არ ვცდები ორი წლის წინ მღვდელმსახურებაც კი ჰქონდა შეჩერებული მსგავსი შეურაცხმყოფელი გამოსვლის გამო,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით დეკანოზ ჭიღლაძეს თავისი ქვეყნის ლანძღვა უცხოეთში თავშესაფრის მიღებისთვის სჭირდება. მისი თქმით, არსებობს სპეციალური სქემა, რომელსაც იურიდიული ფირმები თავშესაფრის მაძიებლებს ურჩევენ და სავარაუდოდ დეკანოზი სწორედ ამ სქემით მოქმედებს:

"ჩვენ ვიცით, რომ მას შეტანილი აქვს საბუთები პოლიტიკურ დევნილობაზე, რამდენჯერმე უთხრეს უარი. ახლა ირლანდიაშია და რამდენიმე ეტაპზე უთხრეს უარი. მაძიებელია პოლიტიკური თავშესაფრის, როგორც დაჩაგრული უნდა წარმოადგინოს თავი," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები