28 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
​ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ მოვთხოვთ ეკლესიას, რომ ვიღაცას აცრა დააძალოს - ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ეკლესია ვერავის დააძალებს ვაქცინის გაკეთებას და ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ გასწევს. 

"ეკლესიას არაერთხელ გაუკეთებია ამაზე განცხადება, რას ვთხოვთ ეკლესიას? - ვაქცინაციის პროპაგანდას ვერ მოვთხოვთ ეკლესიას, ვერ მოვთხოვთ, რომ ვიღაცას აცრა დააძალოს. ვხედავთ, რომ ეკლესიაში განსხვავებული მოსაზრებებია. არიან მოძღვრები, რომლებიც მკაფიოდ მოუწოდებენ ადამიანებს აცრისაკენ და პირიქით, ზოგის ლოგიკა და ანალიზი სხვა მონაცემებს ეყრდნობა. ეკლესიას ასეთ საკითხებზე, იმპერატიული ან თუნდაც შიდა ბრძანების გაცემის პრაქტიკა არ აქვს. არ იფიქროთ, ხვალ რომ გამოვიდეს ეკლესია და თქვას, - აბა ახლა რიგში ჩავდგეთ და ავიცრათო, რომ წავლენ და აიცრებიან. ინფორმაციული ველი ძალიან ჭრელია, ამ ვაქცინის შესახებაც ინფორმაცია ძალიან ხშირად იცვლება და ზოგჯერ ერთმანეთსაც ეწინააღმდეგება გამაფრთხილებელი რიგი ნორმები. ამიტომ, არის სკეპტიციზმი და ხალხი საპირისპიროდაც ფიქრობს. 

ეკლესია არავის აუკრძალავს ზიარებას იმის გამო რომ აცრილია, ან პირბადის ტარების გამო რაღაც შენიშვნას მისცემს,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ

დღის ამბები