28 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
თურქეთს სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება - ამ ფუნქციას აშშ-ში ყოფილი ელჩი სერდარ კილიჩი შეასრულებს

თურქეთს სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა, მისი თქმით, ამ პოზიციაზე აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი სერდარ კილიჩი დაინიშნება. ინფორმაციას თურქული მედია  ავრცელებს.

სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავს ერევანიც. საგარეო უწყების პრესმდივნის ვაან უნანიანის განცხადებით, სომხეთი, ისევე, როგორც ადრე, მზადაა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესისთვის წინაპირობების გარეშე.

რამდენიმე დღის წინ ჩავუშოღლუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ორივე მხარე სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავს და უახლოეს პერიოდში ჩარტერულ ფრენებს დაიწყებენ ერევანსა და სტამბოლს შორის.

დღის ამბები