28 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ევროკავშირისა და NATO-ს ღია მხარდაჭერა რუსეთის აგრესიული განცხადებების ფონზე - რა დაპირებები მიიღო საქართველომ ევროატლანტიკური გაერთიანებებიდან

ასპირანტი ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების გარდა, საქართველო ბრიუსელში NATO-სთან ალიანსის გაფართოების პერსპექტივებზე მსჯელობს.

მოსკოვის აგრესიული განცხადებების ფონზე NATO-ს გენერალური მდივანი ჯერ საქართველოს პრემიერ მინისტრს შეხვდა, შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა.

სიგნალი კრემლში გაშვებულია: "რუსეთის მხრიდან ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება მაღალი ფასი და ამასთანავე სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. რუსეთს არა აქვს უფლება საქართველოს და უკრაინას არჩევანი უკარნახოს," - ეს განცხადება დღეს იენს სტოლტენბერგმა გააკეთა, თუმცა მსგავსი რიტორიკა აქვს ევროკავშირის ხელმძღვანელობასაც.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, განსაკუთრებით კი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა. ახლა ეს მხარდაჭერა სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში უნდა აისახოს.

დღის ამბები