"რუსთავი 2-ის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა, ამის საფუძვლად კი საქმის მოსამართლის და "რუსთავი 2-ის" მმართველი კომპანიის - მედია ჰოლდინგის დირექტორის მეგობრობა დაასახელა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
"რუსთავი 2- ის" ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან.