28 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ამ ეტაპზე ყველაფერი არის ღია, ასეც შეიძლება, ისეც შეიძლება - ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მასსა და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართულ შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების საკითხი არ განხილულა და საუბარი მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყო.

"პირველი მოსმენით არის ეს ცვლილებები მიღებული, რაც შეეხება მეორე-მესამე მოსმენას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის. მათ აინტერესებდათ ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, გვქონდა დისკუსია. ამ თემასთან დაკავშირებით დეტალებს ვერ დაგიკონკრეტებთ, რაზე გვქონდა მსჯელობა. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ყველაფერი, ყველა პუნქტი არის ღია. ჩემი პოზიცია არის, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი არის ღია ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეც შეიძლება, ისეც შეიძლება. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, ის თუ რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, მათ შორის პირველ რიგში ოპოზიციის  მოქმედებებზე. ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება ასევე საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები, მათ შორის ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს უფრო დაბალი ბარიერი და ასე შემდეგ. ერთადერთი თემა რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს მეტნაკლებად მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული, ეს არის ის რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები