28 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ოპოზიცია ირაკლი კობახიძეს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს დახურულ კარს მიღმა

დახურული შეხვედრა გაიმართა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებსა და ირაკლი კობახიძეს შორის. "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან აუდიენცია მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა, როგორც ერთსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებები

"გავცვალეთ ჩვენი პოზიციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში, რომელიც იქნა მიღებული პირველი მოსმენით. ჩვენი პოზიცია არის ის, რაც საჯაროდ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია," - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეხვედრის მიზეზი, ბოლო პერიოდში გაკეთებული არაერთგვაროვანი განცხადებები გახდა:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, იცით რომ არაერთგვაროვანი განცხადებები იყო, მათ შორის "ქართული ოცნების" მხრიდან და შესაბამისად მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო იმისთვის, რომ ეს საკითხი კიდევ ერთხელ განგვეხილა," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

"სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, არსებობს 2 საკითხი, რომელზეც "ქართული ოცნება" თანხმობას აცხადებს:

"2%-იანი ბარიერის წინააღმდეგები არ არიან ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და მეორე, რომ ამოქმედდეს ეს ცვლილება 2024 წელს და გავრცელდეს 2028 წელზეც, ანუ უფრო დიდხანს გაგრძელდეს ვიდრე ახლაა კონსტიტუციაში. 2024-მდე იყოს 1%-იანი ბარიერი, რომელიც დღეს არის და 120/30 პრინციპი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები