28 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

გერმანიის გენერალური პროკურორის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მკვლელობა პოლიტიკური მოტივით და რუსეთის სამთავრობო უწყების დაკვეთით არის ჩადენილი. მისივე განცხადებით, დამნაშავე ბერლინში, საფრანგეთისა და პოლონეთის გავლით ყალბი პასპორტით ჩავიდა.

მკვლელობას ჰყავდა თვითმხილველები, დამნაშავის მარშრუტი კი, სატელეფონო სიმბარათის მეშვეობით დადგინდა.

პროკურატურის ვერსიით, ხანგოშვილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს იბრძოდა, ამიტომ მოსკოვი მას მტრად მიიჩნევდა.

საქმეზე სასამართლო განხილვა, 14 თვე გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში 50-ზე მეტი მოწმე დაიკითხა.

დღის ამბები