28 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
პრეზიდენტმა ილია მეორეს ეროვნული თანხმობის პროცესის შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო და კურთხევა სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.

შეხვედრის შესახებ განცხადებას აქვეყნებს საპატრიარქოც. 

"პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე," - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები