28 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
საქართველოს და უკრაინას აქვთ უფლება, აირჩიონ მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ უკარნახოს მათ ეს არჩევანი - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ  ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.მისი თქმით, საქართველოს აქვს უფლება, თავად აირჩიოს, თუ ვინ იყოს მისი მოკავშირე.

როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უნდა იყოს ფხიზლად, რათა თავიდან იქნას არიდებული რუსეთის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ესკალაცია. 

"ჩვენ ვთქვით, რომ უნდა დავრჩეთ ფხიზლად და თავიდან უნდა ავიცილოთ ესკალაცია. ნებისმიერი ესკალაცია გამოიწვევს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს რუსეთისთვის. საქართველოს და უკრაინას აქვთ უფლება, რომ აირჩიონ მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ უკარნახოს მათ ეს არჩევანი. ჩვენ გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველო მსოფლიო ისტორიის ნაწილია და ასეთად დარჩება. ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისათვის. ჩვენ შევეცდებით, გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები,"-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

 

 

დღის ამბები