28 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
6 წელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან - როგორ მიმდინარეობს პროექტი და როგორია პაციენტთა განკურნების პრაქტიკა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, პაციენტთა 99,9% დაავადებისგან სრულად განიკურნა.

უკვე ექვსი წელია, რაც საქართველოს მთავრობა ამერიკის მხარდაჭერით С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ახორციელებს. შედეგი ყველასათვის თვალსაჩინოა - ამ პერიოდში დაავადებულთა 98.9% სრულად განიკურნა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა დაავადების გავრცელება და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა რომ წარმატებით მიმდინარეობს, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩიც საუბრობს. კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო ამ დაავადების აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით მსოფლიოსთვის მოდელი გახდა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ სანამ C ჰეპტიტის პროგრამა ამოქმედდებოდა, საქართველოში 150 000 დაავადებული ადამიანიდან მკურნალობა მხოლოდ თორმეტმა მოქალაქემ შეძლო, რადგან ის დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. არჩილ თალაკვაძე კი, რომელიც პროგრამის სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელების ინიციატორი იყო, ამბობს, რომ პატიმრებში დაავადება დღეს მინიმუმამდეა დაყვანილი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია "გილეად-ის" მხარდაჭერით ხორციელდება. ელიმინაციის პროგრამის ინიციტივით, 2014 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. ერთი წლის შემდეგ კი, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ფარმაცევტულ კომპანია "გილეადს" შორის გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უკვე პრემიერმა ღარიბაშვილმა და კომპანიის პრეზიდენტმა მოაწერეს, რამაც საფუძველი ჩაუყარა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებას.

C ჰეპატიტი დღემდე მსოფლიოს სერიოზულ გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ 1.75 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო C ჰეპატიტით და მის მიერ გამოწვეული გართულებებით ყოველწლიურად 290 000 ადამიანი იღუპება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი, საქართველოში აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით 2015 წლიდან მოქმედებს, რომელში ჩასართვადაც საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები 100%-ით ფინანსდება.

დღის ამბები