28 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ბატონ მიხეილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ აღენიშნებოდა - ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრი ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ აღენიშნება. ამის შესახებ განცხადება დღეს ბრიფინგზე გაკეთდა:

"არ ვადასტურებ, მე ვერ ვხედავ ამ ნიშნებს ფარმაკოლოგიური წამების. ბატონი მიხეილი ვნახე ერთჯერადად და ამის ნიშნები არ ეტყობოდა,

გავეცანი მედიკამენტებს, დანიშნულების ფურცლებს, რომელიც აქვს გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, დოზები ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა, სხვა დაწესებულებებში რა იყო არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლია დაფიქსირებული თუ რა წამლებს იღებდა, ის არის ქუეთიაპინის დოზა 100 მილიგრამი და თუ ამ დოზაზე ვერ დაიძინებდა უმატებდნენ 50 მილიგრამს ზოგჯერ მისი თხოვნითაც. ის, რომ 200 მილიგრამი დაუნიშნა ერთ-ერთმა კონსულტანტმა ასაბუთებს იმით, რომ მას 150 მილიგრამი უკვე მიღებული ჰქონდა და შეიძლებოდა ასე დოზის მომატება," - განაცხადა მარინა კურატაშვილმა.

კონსილიუმის წევრის თქმით, ჯერ უნდა განიხილონ საჭიროებები და შემდეგ შეფასების შემდეგ უნდა გაირკვეს რამდენად შესაძლებელია ამ საჭიროებების საქართველოში დაკმაყოფილება. მისი თქმით, სასურველია მკურნალობის ოპტიმიზაცია და აუცილებელია ფსიქორეაბილიტაცია.

დღის ამბები