28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ჯარიმების ჩამოწერა და კომპენსაცია - რას პირდება ენმ სამოქალაქო აქტივისტებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" ახალ ინიციატივაზე ისაუბრეს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ყველა სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც აქციაზე დააკავეს და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის დააჯარიმეს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჯარიმები ჩამოეწერება. ხაბეიშვილის განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტებს ასევე გადაუხდიან კომპენსაციას და ეს იქნება ორმაგი თანხა, რაც ამ დრომდე აქტივისტებს აქვთ დაკისრებული.

"ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებული იყო პოლიტიკური ნიშნით აქციაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის და იქნენ დაჯარიმებულები, ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი და პლუს ამას მათ გადაეხდებათ კომპენსაცია," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.

დღის ამბები