28 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
"მე მოთამაშე ვარ, ზოგადად ადამიანი მოთამაშე არსებაა, რა არგუმენტაცია არსებობს, რომ ნორმალურ ადამიანს თამაში ავუკრძალოთ"- იაგო ხვიჩია

4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ის კანონპროექტი გაიხილება, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს, კამათი იყო. სხდომას ოპოზიცია, მედიამენეჯერები და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან. ძირითადი კითხვები ეხება რამდენიმე საკითხს, მათ შორის ასაკობრივ ზღვარს, მედიის ფინანსურ პრობლემებს და საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზებს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ისიც მოთამაშეა და დასძინა, რომ ახალ კანონპროექტს აზარტული თამაშების აკრძალვაზე არ ემხრობა. 

"მე მოთამაშე ვარ, მთელი ცხოვრება ვთამაშობდი. ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი მაზიანზე, პოკერებიც მითამაშია და ტოტალიზატორში მოგებული ფულით სწავლის საფასურიც გადამიხდია. ჩემი აზრით, ზოგადად ადამიანი მოთამაშე არსებაა, ჩვენ თამაშით ვსწავლობთ. მათ შორის შეცდომების დაშვების მნიშვნელობასაც ვსწავლობთ, წაგების ტკივილსა და მოგების სიხარულსაც ვსწავლობთ. რა არგუმენტაცია არსებობს იმის, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს თამაში ავუკრძალოთ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

კომპანია "ევროპაბეთის" ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე კი აცხადებს, რომ სათამაშო ბიზნესის  ინდუსტრიას, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 40%-იანი ტვირთი ისედაც აქვს და ეს ტვირთი კაზინოს ნაწილში კიდევ იზრდება და ჯამში 70%-ს შეადგენს. 

დღის ამბები