28 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
"ბატონო ანრი გითამაშიათ? "კრისტალბეთი" გირჩევნიათ თუ "აჭარაბეთი" - ვატო წერეთლის კითხვამ სხდომაზე კამათი გამოიწვია

4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები განიხილება, სიტყვიერი დაპირისპირება და კამათი იყო. სხდომას ოპოზიცია, მედია მენეჯერები და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან. 

"TV პირველის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ წერეთელმა, ანრი ოხანაშვილს ჰკითხა, უთამაშია თუ არა და რომელი ურჩევნია "კრისტალბეთი" თუ "აჭარაბეთი"? - რაზეც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას "უზრდელი" უწოდა. 

"ბატონო ვატო, თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი და მავნე, გადით აქედან და გაიარეთ,"- უპასუხა ვატო წერეთელს ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები