კომპანია ამაზონს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ. მას შემდეგ, რაც ტორნადოს შედეგად ილინოისის შტატში მდებარე, კომპანიის საწყობში, 6 ადამიანი გარდაიცვალა.
სტიქიის შედეგად, შენობის სახურავი ჩამოინგრა. გამოძიება ინტერესდება - იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული და მოხდა თუ არა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ თანამშრომლების დროული გაფრთხილება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "ძალიან სწრაფად" იმუშავეს.