28 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
1 დღე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე - ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ იენს სტოლტენბერგს შეხვდება

1 დღე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე - ბრიუსელი რიგით მე-6 შეხვედრას ხვალ უმასპინძლებს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ სამიტი ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გზას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს "ასოცირებული სამეულისთვის".

უმაღლესი დონის შეხვედრაში, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. NATO-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდება.

მაკა ბოჭორიშვლის განცხადებით, ქვეყანა მაქსიმალურად დაადასტურებს საქართველოს ევროპულ სწრაფვას.

"ეს არის პირველი სამიტი, როდესაც ევროკავშირი წევრი ქვეყნების ლიდერები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან ერთად იმსჯელებენ მომავალზე. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვქონდეს კარგი შესაძლებლობები ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისთვის, გაიხსნას ახალი შესაძლებლობები ევროკავშირის ბაზარზე. ამ მიმართულებით გვექნება განსაკუთრებული აქცენტები გაკეთებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა ევროკავშირთან," - ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.  

დღის ამბები