28 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
"დელტამ" ქართული წარმოების მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორის პრეზენტაცია გამართა -როგორია "დიდგორის" განახლებული ვერსია

შვიდ სამხედროზე გათვლილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა, რომელიც ყველა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი - "დელტამ" დღეს ქართული წარმოების მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორის პრეზენტაცია გამართა.

110 კილომეტრ საათის სიჩქარის, 330 ცხენის ძალის მქონე სამხედრო ტრანსპორტი, სალონი აღჭურვილია მაღალი დონის სადაზვერვო აპარატურით, ავტომობილის გარეთა ნაწილზე, შესაძლებელია, ნებისმიერი სახის დისტანციურად მართვადი საბრძოლო აღჭურვილობის დამონტაჟება. სპეციალისტების თქმით, გაუმჯობესებული "დიდგორი" სამხედრო ძალების მოთხოვნებს და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

"დელტას" მიერ წარმოებული სადაზვერვო მანქანის შესაძლებლობები დღეს პრემიერ-მინისტრმა პირადად შეამოწმა და ჯავშანტექნიკა თავად მართა.

მომდევნო წელს ქართულ შეიარაღებულ ძალებს, "დელტას" წარმოებული 8 ახალი ჯავშანმანქანა გადაეცემა.

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრში, დღეს, ასევე, წარადგინეს ადგილობრივი წარმოების ჯავშანჟილეტები, ნაღმმტყორცნები და შაშხანები.

ირაკლი ღარიბაშვილი, "დელტას" მიერ წარმოებულ, სხვადასხვა სახის საბრძოლო აღჭურვილობას და ქართული ტექსტილის ნაწარმსაც გაეცნო.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ყველა ხარვეზი, რომელიც წინა მოდელებს ჰქონდათ, ახალა დახვეწილია და მის გაუმჯობესებაზე სპეციალისტები მუშაობდნენ. შემოწმების და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, ახალი სადაზვერვო მანქანა ექსპორტზეც გავა.

დღის ამბები