28 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
მივლენ თუ არა პოლიტიკური პარტიები ეროვნულ შერიგებამდე - ვის ხელშია პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და რომელი მხარე გადადგამს პირველ ნაბიჯს ინკლუზიური შეთანხმებისკენ

თანხმობა პოლიტიკურ ნიადაგზე, რომ ეროვნული ინტერესებისთვის აუცილებელი წინაპირობაა - ამ საკითხზე საქართველოს პოლიტიკურ წრეებში განსხვავებული მოსაზრებები არ არსებობს, თუმცა, ჯერჯერობით, პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად მზად არიან თავად პოლიტიკური აქტორები მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის მისაღწევად, ეროვნული მასშტაბით ინკლუზიური პროცესის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას დღეს მსჯავრდებული პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მისმა თანაგუნდელმა გაახმოვანა.

მიხეილ სააკაშვილის გულწრფელობას სკეპტიკურად აფასებენ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ეროვნულ შერიგებაზე საუბარი რთულია იმ პირობებში, როცა რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი სწორედ შერიგების საპირისპიროა.

ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საჯარო დისკურსის დაწყებაზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია ის ძალები, რომლებიც ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. საპარლამენტო ოპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული შერიგების თემაზე დაწყებულ მოლაპარაკებებში ჩაერთონ, თუმცა ოპოზიციის ნაწილში, არსებული პოლიტიკური პოლარიზების პირობებში, ვერ ხედავენ იმ გზას, რომელიც ქვეყანას პოლიტიკურ თანხმობამდე მიიყვანს.

დღის ამბები