28 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
"დიდ ნაკადებთან გამკლავება ძალიან რთული იქნება" - შეძლებს თუ არა საქართველო ინფიცირებულების მართვას ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში

ახალი შტამი, დიდი ალბათობით, უკვე საქართველოშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულად გაიზრდება.

ყველა იმ ქვეყანაში, სადაც B.1.1.529 შევიდა, შტამი არნახულად სწრაფად ვრცელდება.

დიდ ბრიტანეთში, კი ომიკრონისგან პირველი პაციენტი გარდაიცვალა.

მეცნიერებს ომიკრონის ქცევის შესახებ ამ დრომდე არ აქვთ ზუსტი პასუხი. სახელმწიფოები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ მესამე, ბუსტერ დოზა.

საქართველისთვის მთავარი გამოწვევა კი ჯერ პირველადი აცრაა. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად, თუ საქართველოში "ომიკრონთან" დაკავშირებული რისკები გაჩნდება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ დიდ ნაკადებთან გამკლავება ძალიან რთული იქნება. 

საქართველოში ეპიდემიოლოგიური რისკები იზრდება. სპეციალისტები დღეს ღიად ამბობენ, რომ საქართველო უკვე შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ომიკრონია გავრცელებული, თუმცა ლუგარის ლაბორატორიას ჯერ, ოფიციალურად, ახალი შტამის დადასტურებული შემთხვევების შესახებ არ საუბრობს.

კლინიკა "ნეოლაბის" ლაბორატორიაში, სადაც ყოველდღიურად ვირუსზე 100-ობით მონაცემს იკვლევენ, საეჭვო ნიმუშები უკვე გამოიკვეთა. ვარაუდობენ, რომ ეს ახალი შტამი B.1.1. 529-ია .

სამედიცინო დაწესებულება ახლა გერმანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ დამოუკიდებლადაც შეძლონ მუტირებული ვირუსის გამოვლენა და დადასტურება.

ომიკრონის საფრთხეებს უკვე ხედავენ ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ამბობენ, რომ ახალი შტამი ახალ რისკებთან იქნება დაკავშირებული.

ომიკრონის წინააღმდეგ, მოკლე დროში ეფექტიანი მექანიზმების გამოყენებაზე საუბრობენ სპეციალისტები. საფრთხეს ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებლებში ხედავენ და იმუნიტეტის გასამყარებლად ბუსტერ დოზების გააქტიურების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზით, 4-5 თვეში B.1.1. 529 მსოფლიოში დომინანტი გახდება და დელტა ვარიანტს მთლიანად ჩაანაცვლებს.

დღის ამბები