28 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
"პოლიციის გამოძახების შემდეგ გავიგე, რომ ბავშვებს მამა აუპატიურებდა" - 9 და 12 წლის გოგონების დედა "კურიერთან" საუბრობს

ქალი, რომლის შვილებსაც ბავშვების მამა სისტემატიურად აუპატიურებდა, "კურიერთან" მომხდარის შესახებ საუბრობს. 9 და 12 წლის ბავშვების დედა ამბობს, რომ პოლიციის გამოძახებამდე სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. 

"თვითონ აღიარეს, ბავშვებმა, ორივემ, რომ მამა ძალადობდა ბავშვებზე. მე რომ პოლიცია გამოვიძახე, მაშინ გავიგე მის შეყვარებულზეც და მის მამაზეც, მანამდე მე არაფერი ვიცოდი საერთოდ. ჩემი მთავარი მოთხოვნაა მამამისს მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა, ყველაზე უმძიმეს პირობებში," - ამბობს ბავშვების დედა. 

40 წლამდე მამაკაცი 9 და 12 წლის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია მხილებული. "კურიერმა" გაარკვია, რომ მამა საკუთარ შვილებზე ნაქირავებ ბინაში სისტემატიურად ძალადობდა. 

დამნაშავის კვალზე გამოძიება დედის შეტყობინების საფუძველზე გავიდა. "კურიერთან" ინტერვიუში ბავშვების დედა ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს. მამაკაცი, რომელიც მისი უფროსი შვილის შეყვარებული იყო, ასევე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები