28 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგამოფენა გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგამოფენა გაიხსნა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის, ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი "ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა" გაიხსნა.

ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის "ქართული კულტურის ძეგლები" ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბადრი ვადაჭკორიას ფოტოგამოფენა გაიხსნა.

ღონისძიებას, საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.

პროექტის ფარგლებში, ბადრი ვადაჭკორიამ მხატვრულ-დოკუმენტური სახის ფოტო გადაღებებით საქართველოს რეგიონებში არსებული, 25 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ასახა, მათ შორის: სამთავისის ტაძარი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდის საკათედრო ტაძარი, ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კაცხის სვეტი, პეტრას ციხე, მარტყოფის ღვთაების მონასტერი, თმოგვის ციხე, ნიკორწმინდის ტაძარი და გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

ავტორი პროექტზე 2021 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა.

დღის ამბები