28 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
ბათუმის ვიცე-მერად კომპანია "ბათუმის წყლის" დირექტორი, ლევან დავითაძე დაინიშნა

საკადრო ცვლილებებია ბათუმის მერიაში - ბათუმის ვიცე მერად კომპანია "ბათუმის წყლის" დირექტორი, ლევან დავითაძე დაინიშნა.

მუნიციპალიტეტის 7 სამსახურში სიახლეა, მათ შორის შეიცვალნენ კეთილმოწყობის, ბაღების გაერთიანების, გამწვანების, სპორტის განყოფილების და საცხენოსნო კლუბის ხელმძღვანელები.

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ლევან ჩიქოვანს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, საჯარო და ასევე, კერძო სამსახურში მუშაობის.

"გვსურს, ჩვენს თანაქალაქელებს და საზოგადოებას ვაუწყოთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული რიგი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. დღეიდან, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა და მუშაობას დაიწყებს ლევან დავითიძე, რომელიც, ბოლო დრომდე, "ბათუმის წყლის" დირექტორის პოზიციას იკავებდა. ბატონ ლევანს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, საჯარო და ასევე, კერძო სამსახურში მუშაობის და დარწმუნებული ვარ, ის თავს გაართმევს წარმატებით ქალაქისათვის სასიკეთო პროექტების განხორციელებას,"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითიძის თქმით, ის მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა.

"მზად ვარ, ავიღო ეს პასუხისმგებლობა, დავიხარჯო ბოლომდე და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო. რაც შეეხება უშუალოდ იმ მიმდინარე პროექტებს, რომელიც დღეს დღის წესრიგში დგას და მიმდინარეობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, გუნდთან ერთად შევეცდებით, რაც შეიძლება დროის მოკლე მონაკვეთში ყველა ის მიმდინარე პროცესი, რომელიც დასასრულს უახლოვდება, დათქმულ ვადებში დასრულდეს,"- ამბობს ლევან დავითიძე. 

"ბათუმის წყალს" კი დღეიდან, ალექსანდრე მჟავანაძე უხელმძღვანელებს.

დღის ამბები