28 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა - ოპოზიციაში კანონპროექტს პოპულისტურს უწოდებენ

აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა - მთავრობა ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რასაც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

ასაკობრივი ცენზი, გაზრდილი გადასახადი და რეკლამირების აკრძალვა - ეს ინიციატივის ძირითადი მიმართულებებია.

აზარტულ თამაშებზე შეზღუდვა ერთ მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტი პოპულისტურია და კონკრეტული პირის ინტერესებს ითვალისწინებს. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობის ახალი კანონპროექტი პოპულისტურია. 

"ეს არის ახალი კანონპროექტი, რომელიც პოპულისტურად უნდა გაყიდონ. ამ სფეროში ყველა კანონპროექტი ვიღაცის ინტერესებს ემსახურება,"- აცხადებს გოცირიძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. 

"ჩვენ არ ვემხრობით სრულწლოვანი ადამიანისთვის რაიმეს შეზღუდვას, კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ,"-აცხადებს ხვიჩია. 

განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში და კანონპროექტზე დიდ იმედებს ამყარებენ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონი დაარეგულირებს სფეროს, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოებიდან არის გასული. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მოქალაქეებზე დადებითად აისახება. 

დღის ამბები