ბელარუსის პრეზიდენტი ევროპას გაზის მიწოდების შეწყვეტით კიდევ ერთხელ დაემუქრა. ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულება ბელარუსს საგანგებო მდგომარეობამდე მიიყვანს, ქვეყანა მკაცრ ზომას მიმართავს და ევროპას გაზის ტრანზიტს შეუწყვეტს.
ეს არ არის ლუკაშენკოს მიერ მსგავსი მუქარის გავრცელების პირველი შემთხვევა, მან გაზმომარაგების შეჩერების შესახებ განცხადება თვის დასაწყისშიც გაავრცელა.