28 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
"თუ საპატრიარქო აქტიურად ჩაერთვებოდა ამ პროცესში, ვფიქრობ, წარმატებული იქნება" - გიული ალასანია პოლიტიკური მხარეების შეხვედრაზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი დედა, გიული ალასანია იმყოფება. ვიზიტის დაწყებამდე მან მოიწონა ეკლესიის პოზიცია, პოლიტიკური მხარეების შერიგების მიზნით საპატრიარქოში შეხვედრის თაობაზე. 

"საპატრიარქოს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, მაღალი ნდობა აქვს საზოგადოების. ასე რომ, თუ საპატრიარქო აქტიურად ჩაერთვებოდა ამ პროცესში, ვფიქრობ, წარმატებული იქნება უსათუოდ. მე ყოველთვის სიამოვნებით შევხვდები პატრიარქს, რა თქმა უნდა, ზოგადად, ძალიან მომწონს მათი ეს ინიციატივა, ძალიან კარგია,"-განაცხადა გიული ალასანიამ. 

შეგახსენებთ, რომ ბოდბის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საყოველთაო შერიგებაზე ისაუბრა და მხარეებს ეკლესიაში შეკრება შესთავაზა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები