ისრაელის პრემიერ-მინისტრი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისტორიული ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ნაფტალი ბენეტი გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრსა და აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა, მხარეებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანის ბირთვულ პროგრამას საერთო საფრთხედ აღიქვამენ. ბენეტის ვიზიტი კი მაშინ ხდება, როდესაც ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ავსტრიაში მსოფლიო ლიდერები მოლაპარაკებებს მართავენ.