28 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია, გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში - ეკატერინე ხერხეულიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკატერინე ხერხეულიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებისთვის და ამისთვის არანაირ წინაპირობას არ აყენებს.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტისთვის სასიამოვნო იყო ეკლესიის პოზიცია, რომელმაც მხარეებს შესარიგებლად საპატრიარქოში შეხვედრა შესთავაზა.

"მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი გამოთქვეს, შეხვედრა გაიმართოს ეკლესიაში, საპატრიარქოში, თუმცა, მას შეუძლებლად მიაჩნია ეს ტექნიკურად განხორციელდეს. თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია, მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს, გარდა მზაობისა, ის გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში - ეს იქნება საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გორის ჰოსპიტალი თუ ნებისმიერი ლოკაცია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება,"- აცხადებს ეკა ხერხეულიძე. 

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი დედა, გიული ალასანია იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ ბოდბის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საყოველთაო შერიგებაზე ისაუბრა და მხარეებს ეკლესიაში შეკრება შესთავაზა. 

დღის ამბები