28 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
ბრიტანეთში "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში "ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევით სულ მცირე 1 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ვაქცინაციის ცენტრში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, არასწორია აპელირება იმაზე, რომ ეს ახალი ვარიანტი სხვებთან შედარებით მსუბუქია.

ამასთან, როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, ომიკრონის შედეგად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.

ვირუსის გავრცელების პარალელურად, ბრიტანეთში 18 წლიდან ზემოთ მოქალაქეებს ბუსტერ დოზებს სთავაზობენ. გაიხსნა დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები.

დღის ამბები