28 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
"ლელო" პარლამენტში კვლავ ფრაქციად ფორმირდება - ფრაქციას დილარ ხაბულიანი უერთდება

"ლელო" პარლამენტში კვლავ ფრაქციად ფორმირდება. მამუკა ხაზარაძის გასვლის შემდეგ, "ლელოს" დეპუტატი დილარ ხაბულიანი უერთდება. ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" შექმნა პარლამენტის ბიუროს დღეს ეცნობება.

"ვილაპარაკეთ, გამომდინარე ჩვენი ურთიერთობიდან, ჩვენ ვიყავით პირველი პარლამენტის წევრები 1990 წელს ოპოზიციიდან და ის უერთდება "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" და აღდგება ფრაქციის სტატუსი. რაც შეეხება ინიციატივას, რომელიც სალომე სამადაშვილმა და პაატა მანჯგალაძემ შეიტანეს, რომ შესაძლებელი იყოს ისეთი ჯგუფის შექმნა პარლამენტში, რომელიც შედგება სხვადასხვა პარტიებიდან გასული პარლამენტარებით, ვფიქრობ, კარგი ინიციატივაა," -აცხადებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უმრავლესობამ ოპოზიციურ სპექტრს საშუალება მისცა საქმიანობა დაუბრკოლებლად განახორციელონ.

"ჩვენ შესაძლებლობა მივეცით ყველას იმისა, რომ თუნდაც ასეთ მცირე ჯგუფებს პარლამენტში ჰქონდეთ შესაძლებლობა ესარგებლათ უფრო მეტი დროით, იმ ბერკეტებით, რომელიც აქვს ფრაქციას. ხშირია შემთხვევა, რომ ეს ჯგუფები არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, თუმცა ჩვენ მივესალმებით და ვისმჯელებთ ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიის განმტკიცებას, მაგრამ, არამც და არამც ვერ და არ დავუჭერთ ისეთ ინიციატივებს მხარს, რომელიც ნაკარნახევია ვიწრო პარტიული ინტერესებიდან,"-აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური. 

დღის ამბები