28 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლოა ორმხრივი გახდეს

მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლოა ორმხრივი გახდეს. როგორც დედაქალაქის მერიაში "რუსთავის 2"-ს განუცხადეს, 2022 წელს დაგეგმილია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია და ამის შემდეგ, შესაძლოა ქუჩაზე მოძრაობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი გახდეს.

თბილისის მერიის ინფორმაციითვე, 2022 წელს ორი დიდი ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, ერთი მათგანი მელიქიშვილის ქუჩაა, ხოლო მეორე ქეთევან დედოფლის გამზირი.   

ხოლო რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, მერიაში აცხადებენ, რომ იგეგმება ვაჟა-ფშაველასა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციაც. 

დღის ამბები