28 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
"მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, გრძელდება საერთო სისუსტე, ასევე აქვს სიარულის პრობლემები"- ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილზე

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გვიან ღამით მისმა პირადმა ექიმმა მოინახულა.

ნიკოლოზ ყიფშიძის შეფასებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თავს გრძნობს სუსტად და უჭირს გადაადგილება.ექიმი განმარტავს, რომ ექსპრეზიდენტს ამ ეტაპზე კუჭ-ნაწლავისა და ნეირო-დეფიციტური პრობლემა აწუხებს.

"მდგომარეობა არა დამაკმაყოფილებელია. გრძელდება საერთო სისუსტე ასევე ავღნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს. რასაც ემატება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. უნდა დავაკვირდეთ რა უნდა ვქნათ, ასევე მეორე არის ნეირო-დეფიციტი,"-განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.



დღის ამბები