28 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ახალი შტამი ქვეყანაში დეკემბრის ბოლომდე შემოვა და 4 თვეში "დელტას" მთლიანად ჩაანაცვლებს - რა საფრთხეს შეიცავს "ომიკრონის" გავრცელება საქართველოსთვის

საქართველოს "ომიკრონის" საფრთხე უახლოვდება. B. 1.1 529 მეზობელ თურქეთშიც ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ დეკემბრის ბოლომდე ახალი შტამი ქვეყანაში შემოვა, დომინანტი გახდება და დაახლოებით 4 თვეში "დელტა" ვარიანტს მთლიანად ჩაანაცვლებს.

საქართველო ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური სცენარისთვისაც კი მზად უნდა იყოს - ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საფრთხეებს სწორი შეფასება და რეაგირება სჭირდება. ინფიცირებულთა რაოდენობა კლინიკების შესაძლებლობებთან თანაბარი რომ იყოს, პირველ რიგში ამბობენ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის მობილიზება უნდა მოხდეს.

პანდემია განახლდება და რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში ცხოვრება ქვეყანას დიდხანს მოუწევს - ექიმების პროგნოზი საგანგაშოა. დევი ტაბიძე ახალი შტამის თუ თანდართული ინფექციების გავრცელების პარალელურად მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებში მოსახლეობას რეგულაციები დაცვას ახსენებს, რადგან მობილობის გაზრდა პირდაპირ კავშირშია ვირუსის გავრცელების რისკებთან და მასშტაბებთან.

ლუგარის ლაბორატორია მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს. რეგიონალურ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და 50 ლაბორატორიაა ყველა საეჭვო ნიმუშს დაავადებთა კონტროლის ცენტრში გაგზავნის, თუმცა ამირან გამყრელიძე "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ B. 1.1 529-ის წინააღმდე დროული რეაგირებაა საჭირო.

ეპიდემიოლოგიური საფრთხეების ფონზე ვაქცინაციის ტემპი გაზრდილია, მხოლოდ ბუსტერის და მეორე დოზების ხარჯზე. იმუნიზაციის პროცესში გასულ კვირასთან შედარებით შემცირებულია 60 წლის ზემოთ მყოფი პირების აქტიურობა.

დღის ამბები