28 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
დეკემბერი წლიური შედეგების დათვლის თვეა - შემოსული ინვესტიციების საერთო მოცულობა 728 მილიონ დოლარს აღემატება

დეკემბერი ბევრი მაჩვენებლის შეჯამების და წლიური შედეგების დათვლის თვეა. წლის ბოლოს სპეციალისტები წარმოგვიდგენენ ციფრებს, თუ რა მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქვეყანაში. მანამდე სამი კვარტალი, ანუ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდი უკვე შეჯამებულია. შემოსული ინვესტიციების საერთო მოცულობა 728 მილიონ დოლარს აღემატება.

მნიშვნელოვანი მატებაა საფინანსო, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მშენებლობისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებშიც. ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია საფინანსო სექტორში ჩაიდო, შემდეგ მოდის ენერგეტიკის სექტორი, ხოლო მესამე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა.

ქვეყნების მიხედვით, იანვარ-სექტემბერში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, შემდეგ მოდის ნიდერლანდები, ჩეხეთი და თურქეთი.

ფაქტს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, ოფიციალური პირები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. მაგალითად, ბიუროკრატიის გამარტივებით და წამახალისებელი პროგრამებით, რომლებსაც მათ შორის სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს.

პანდემიის სირთულეების მიუხედავად, ზრდას წარმატებად აფასებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავა ხაზს უსვამს ინვესტიციების წარმომავლობასაც.

ოფიციალური მონაცემებით, პირდაპირი ინვესტიციების გარდა იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გაზრდილია რეინვესტირების, ანუ ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული მოგების ხელახალი დაბანდების მაჩვენებელი. მაგალითად მესამე კვარტალში ეს მონაცემი 2-ჯერ გაიზარდა, ვიდრე წინა წელს იყო. ამ და სხვა არაერთი მიმართულებით სპეციალისტები ციფრებს კიდევ ერთხელ უკვე დეკემბრის ბოლოს დაითვლიან. ამჯერად შესაძლებელი იქნება მთლიანი წლის შეჯამება და საერთო სურათის დანახვა, თუ რა შედეგები მიიღო 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკამ და ბიზნესმა.

დღის ამბები