28 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
თავის წარმოჩენა მოინდომა ვითომ კრიტიკული გამოსვლებით - მეუფე იოანე დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვაზე

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფი დეკანოზი ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები აფასებენ.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი მომხდარს დეკანოზის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს.

"რატომღაც თავის წარმოჩენა მოინდომა ვითომ კრიტიკული გამოსვლებით. ადამიანმა კრიტიკა თვითკრიტიკით უნდა დაიწყოს და თვითკრიტიკა კი მას აკლია, ეს მისი პრობლემაა. შეიძლება აკრიტიკებდე, მაგრამ არსებობს ეთიკური ნორმები. სინოდმა ჩათვალა, რომ ის არღვევს ეთიკის ნორმებს და სამღვდელო ხარისხის შესაბამისად ვერ იქცევა. თუ სინოდმა გამოიტანა განაჩენი, მაშინ ის უნდა გაჩერდეს და გაარკვიოს რას ითხოვს სინოდი მისგან," - განაცხადა  მეუფე იოანემ.

განცხადება საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის მღვდელმსახურების უფლების ჩამორთმევის შესახებ პარასკევს გაავრცელა.



დღის ამბები