28 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობის მონიტორინგის გარდა, სპეციალისტები მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც დააკვირდებიან

მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის გარდა სპეციალისტები მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც დააკვირდებიან. ინფორმაცია, რომ სააკაშვილთან ფსიქიატრიც იმუშავებს, დღეს სახალხო დამცველმა გაავრცელა.

ნინო ლომჯარია გორში იმყოფება და ყოფილ პრეზიდენტს მას შემდეგ მოინახულებს, რაც ვიზიტს მისი პირადი ექიმი, ასევე ცენტრ "ემპათიას" ნევროლოგი და სხვა სპეციალისტები დაასრულებენ. სწორედ მათ უნდა შეიმუშავონ დასკვნები ექსპრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ.

"ბოლო ვიზიტის შემდგომ ჩვენ გავაკეთეთ რეკომენდაციები და ერთ-ერთი იყო, რომ პაციენტის მართვაში და მკურნალობაში სასურველია მონაწილეობა ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს მიეღო იმიტომ, რომ გარკვეულ სტრესზე იყო საუბარი. დღეს ჩვენს ჯგუფთან, ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილები, რაც გამოითქვა, მათ შორის დოზირებასთან დაკავშირებით, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენც გავეცით ჩასატარებელ ფსიქო-სოციალურ თერაპიასთან დაკავშირებით," - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის განმარტებით, მან ექსპრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობა უნდა შეაფასოს და დანიშნული მედიკამენტების შესაბამისობა გაარკვიოს.

"ყველა ადამიანს აქვს კონკრეტული ჩივილები და ეს კონკრეტული ჩივილები რაღაც კონკრეტული მიზეზიდან მოდის. ამ მიზეზიდან გამომდინარე ნებისმიერი მედიკამენტის დანიშვნაა მიზანშეწონილი, ოღონდ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მედიკამენტი ინიშნება. ჩემი ჩართულობის მთავარი მიზანი არის მისი ახლანდელი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება და დანიშნული მედიკამენტის შესაბამისობის გარკვევა," - მარინა კურატაშვილი

დღის ამბები