28 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარეს ვადა თებერვალში ეწურება - ახალი ხელმძღვანელის არჩევა პარლამენტს სავარაუდოდ, ახალი წესით მოუწევს

ცესკოს თავმჯდომარეს ვადა თებერვალში ეწურება. ამის შემდეგ სავარაუდოდ ახალი თავმჯდომარის არჩევა პარლამენტს ახალი წესით მოუწევს, ოცნებამ რეგლამენტში ცვლილებები დააინიცირა.

თუ აქამდე თავმჯდომარის ასარჩევად 4 კენჭისყრა იყო საჭირო და პირველ 2 შემთხვევაში 100-ხმით, ახლა ამისთვის 4-ის ნაცვლად 2 კენჭისყრა საკმარისი იქნება.

ოპოზიციისთვის ცვლილების ეს პროექტი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომ გადაწყვეტილება კონსესუსით მიეღოთ.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შეცვლილი წესი "ქართულ ოცნებას" საქმეს უმარტივებს. ამბობენ იმასაც, რომ ცვლილება ფორმალობაა, რადგან ვაკანტურ პოსტს ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატი დაიკავებს.

ბრალდების საპასუხოდ მმართველი გუნდის წევრები კვლავ რეგლამენტის ჩანაწერს იშველიებენ, მათი განმარტებით ოპოზიციას პროცესში ჩართვის შანსი პირველივე კენჭისყრაზე აქვს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის ასარჩევად თავდაპირველად სრული შემადგენლობის 2/3 ანუ 100 ხმაა საჭირო, ხოლო მეორე კენჭისყრაზე 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საკმარისი. უბრალო უმრავლესობით არჩევის შემთხვევაში კი ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტის დაკავებას პირი მხოლოდ 6 თვით შეძლებს.

სწორედ ამ სცენარით განვითარდა მოვლენები ოთხი თვის წინ, როდესაც გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. 

 

დღის ამბები